თუ კანონს ვარღვევთ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის დარღვევაზე მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
„თუ კანონს ვარღვევთ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის დარღვევაზე მოგვთხოვოს სახელმწიფომ პასუხი. არ არის ასე? ხომ არ ვიჩხუბებთ ფიზიკურად? ყველას აქვს უფლება [დაარღვიოს კანონი], ოღონდ მერე უნდა ვაგოთ კანონის წინაშე პასუხი… ყველა მოქალაქეს, სახელმწიფოში ვინც ცხოვრობს, შეუძლია დაარღვიოს კანონი, ოღონდ ამ კანონის წინაშე მერე სახელმწიფომ უნდა აგებინოს პასუხი, ასე არ არის? ვინმეს აუკრძალეს დანაშაულის ჩადენა? ჩადიან დანაშაულებს, ოღონდ მერე უნდა მოსთხოვონ პასუხი. თუ მე ჩავიდინე რაიმე დანაშაული, მომთხოვოს სახელმწიფომ პასუხი და მაგებინოს.”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.











