„ნაციონალური მოძრაობის“ მოსალოდნელ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიები.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში საკუთარ კანდიდატს დააყენებს, ამით შეთანხმებას დაარვევს და ეს შეცდომა იქნება.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ ამ შეთანხმებას შეუქმნას საფრთხე ერთ-ერთ კონკრეტულ ოლქში, მაგალითად, ისანში, ჩემი აზრით, „ევროპული საქართველოს“ აზრით, ეს იქნება შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ ახლა შეთანხმებების დარღვევის დრო არ არის. ახლა არის დრო უფრო მეტი კოორდინაციის, თუ შესაძლებელია, მათ შორის სხვა ოლქებშიც. თუმცა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და ისეთი რამე შევაფასო, რაც ჯერ არ მომხდარა“ – აღნიშნა კაპანაძემ.










