მზად ვართ, მოლაპარკებების გაგრძელებისთვის, თუ ოდნავ კონსტრუქციას მაინც დავინახავთ. – ამის შესახებ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ბურჯანაძის ჭკუაზე დადის, რომელმაც 0,8%-იც ვერ დააგდროვა და გიგა ბოკერიას უჯერებენ, რომელიც ასევე პარლამენტში ვერ მოხვდა.
“თუკი ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ჭკუაზე ივლის, რომელმაც ხმების 0,8%-იც ვერ დააგროვა ან თუ გიგა ბოკერიას დაუჯერებს, რომელმაც პარლამენტში შესვლა ვერ მოახერხა, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.











