„თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტან მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, 7-თვიანი კრიზისი დასრულდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართვით მოხდა.
„უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები უნდა შეცვალონ?! უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება?! თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება.
მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს მსგავსს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბისა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა.











