„თუ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, პარლამენტში ვერ მიხილავთ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის შემდეგ განაცხადა.
ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრების შდეგად მხარეები პოზიციებს დაახლოვებენ.
„გუშინ პუნქტობრივად გავიარეთ ოპოზიციის ერთიანი შეჯერებული პოზიცია და ხელისუფლების მიერ მოტანილი წინადადება. გუშინ გარკვეულ პუნქტებში გარკვეული თანხვედრები გამოიკვეთა და ასევე პუნქტების, სადაც პოზიციები ძლიან დაცილებულია, მოხდა რაღაცეების დაზუსტება. ეს ძირითადად საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ელჩების მონაწილეობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა, თუმცა მხარეების საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.











