თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა განაცხადა.
მისივე თქმით, რევოლუციის წყარო ყოველთვის ქვეყნის ხელისუფლებაა.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციის დაგეგმვა შეუძლია, ძალიან შემცდარა. მე ვფიქრობ, რომ ანბანიც კი არ იცის, როდის ხდება და რა პირობებში შეიძლება მოხდეს რევოლუცია. არც არავინ მომიყვეს, რომ 2003 წლის რევოლუცია ვინმეს დაგეგმილი იყო და იმიტომ განხორციელდა. ამ ცრუ დილემებს და ცრუ წარმოდგენებს ნუ შეიქმნის ნურავინ. ეს არის აბსურდი და ფარსი. ეს არის ცრუ საქმე. სისულელეა ამაზე ტვინის დაღლა და კონცენტრაცია. ტვინი უნდა იყოს გადართული საქმის კეთებაზე, სტრატეგიული ნაბიჯების სწორ გადადგმაზე, სამოქმედო გეგმის რეალიზებაზე. როგორც წესი, რევოლუციის მთავარი მომწყობი არის ხელისუფლება და არა ოპოზიცია. ოპოზიცია ვერ ახდენს რევოლუციას. თუ გინდათ დიდი საბჭოთა რევოლუციიდან დავიწყოთ ანალიზი, როგორ მოხდა რანაირად მოხდა. არც ის თქვას, ვინმემ, რომ უკრაინაში „მაიდანზე“ რომ მოხდა რევოლუცია, ეს დაგეგმილი იყო და ასე მოხდა. არ ხდება ესე. რევოლუციები ასე არ ხდება და ამ ცრუ დილემას ნურც საზოგადოებას ნუ დავუსახავთ და ნურც ხელისუფლებას ნუ მივცემთ ამ ცრუ დილემით მანიპულაციის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ვაშაძემ.










