გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეებმა შეზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება და შესაძლოა, ქვეყანამ მესამე ტალღა მიიღოს. ამის შესახებ CNN წერს.
„ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
26 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. რბილი ლოქდაუნის რეჟიმი მოქმედებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 067 473 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 16 636 ადამიანი გარდაიცვალა.











