რიონის ხეობის „მცველები” და მათი მხარდამჭერები ქუთაისის ცენტრში დღეს საღამოს კარვებს გაშლიან და პროტესტი 141-ე ღამეს გაათევენ. ამის შესახებ აქციაზე ხეობის მკვიდრმა და ასევე, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„პროტესტის 141-ე ღამეს აქ გავათევთ. დილით კი, ჩვენ დავიძვრებით სოფელ ნამოხვანში. თქვენ იცით, რომ თითქოს საუბარი იყო სამუშაოების გაჩერებაზე და იმედია ხელი არ წაუცდება არავის. მკაფიოდ ვაცხადებთ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე! ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი იყოს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან არ გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოგვიწევს ხელის შეშლა მათთვის. თუკი ვინმე დააპირებს ხვალ ტრაქტორი დაქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, ქუთაისში ამ დრომდე ნამახვან ჰესის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს.
ავტორი: კესო მოლაშხია











