fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურნავა: მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობებია

10:36 November 19, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისე, როგორც არასდროს არის ძლიერი და აშშ დგას საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აშშ-ის გვერდით დგომა განსაკუთრებით ფასეულია გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიოს წინაშე დიდი პრობლემები და გამოწვევებია.

„ასეთ დროს აშშ-ის მთავრობა ძალიან გვეხმარება და გამოხატავს მკაფიო მზადყოფნას, რომ წინ წავწიოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია.

მისივე თქმით, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია გზავნილია ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ აქტებს, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველო ამერიკული ბიზნესებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.

„შეგახსენებთ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი. ასევე გასულ წელს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების მიერ დამტკიცებულ საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს, რომელშიც დიდი ბლოკი ეთმობა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხს და ერთგვარი მოწოდებაცაა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლების მიმართ, რომ დააჩქარონ პროგრესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის მოცემულობას, რომ საქართველოში ამერიკელი ინვესტორების აქტივობა გაიზარდოს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საინვესტიციო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დღესაც საკმაოდ მაღალ დონეზეა.

„სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ორივე კვარტლის მონაცემებით, აშშ არის ტოპ სამეულში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. საუბარია საქართველოში განხორციელებულ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ამ ურთულეს პერიოდში. ეს არის მთელი რიგი პროექტები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, – დასძინა მინისტრმა.

თეგები: მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოშინათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

September 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

August 30, 2021
906
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

August 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია