fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურქეთის ელჩი: უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი, ეს მთავრობის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია

21:47 June 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საკითხი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხება, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ კომპანიას არ უნდა აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის თურქულია და ეს მიუღებელია.

„ეს მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია. ამიტომ, მე რას ვფიქრობ, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი, არარელევანტურია. ეს გადაწყვეტილი იყო ჩემს ჩამოსვლამდე ბევრი წლით ადრე. რაც მე მაშფოთებს არის ის, არსებობს თუ არა პროტესტთან დაკავშირებული რაიმე სახის დისკრიმინაცია. ვგულისხმობ კომპანიის წარმომავლობას. თუ ეს ასეა, მაშინ მე მაქვს პრობლემა, რადგან ეს არის თურქული კომპანია, რომლითაც ვამაყობთ.

ის კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ნამდვილად გავასაჩივრებ და ნამდვილად მოვითხოვ ქართველი ხალხის, ჩემი მეგობრების თანამშრომლობას, მაგრამ უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საკითხი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხება.

ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე გათვლილი. თუ ნამახვანი ასეთია, მაშინ რეგიონის ხალხმა, რომელიც მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და იმ ხალხმა ვინც, გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაილაპარაკონ. თუმცა, მე ვარ ყოველთვის შეშფოთებული, თუ არის რაიმე მუქარა თურქული კომპანიის, მისი თანამშრომლების მიმართ.

მივმართავ პროტესტში ჩართულ მეგობრებს, დიახ, მათ აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც, ამიტომ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს. მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სამუშაო ადგილთან“, – განაცხადა ელჩმა.

თეგები: "ნამახვანჰესი"თურქეთიფატმა ჯერენ იაზგანი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

November 30, 2021
786
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი ქალის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

November 30, 2021
855
პოლიტიკა

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს – ფინანსთა მინისტრი „ნამახვანჰესზე“

September 27, 2021
789

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია