თურქეთის საელჩო შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
საელჩო უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ, 23 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 17 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯამრთელებას“,- ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.











