თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.
Deeply saddened by the tragic bus accident in #Georgia. Condolences to the relatives of those who lost their lives and wishing speedy recovery to the injured. Standing in solidarity w/friendly Georgian people. ???? @DZalkaliani pic.twitter.com/49mERnfNRa
— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) August 25, 2020
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა შატილში 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტული მიკროავტობუსი 80 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი. 3 მგზავრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.











