fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა

19:42 October 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
916
ნახვა

„კოვიდ-19-ის“ დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური ონლაინ კლინიკა დღეიდან დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

ონლაინ კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონალური პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს – მონიტორ/ოპერატორები განახორციელებენ.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, ხორციელდება საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე.

დღეის მდგომარეობით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული. ასევე გაფართოვდა აღნიშნული კლინიკების საქმიანობის არეალი და შემუშავდა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი.

„ონლაინ კლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: 112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; ასევე, ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება; მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია;

ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

თეგები: ონლაინ-კლინიკაჯანდაცვა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

კორონავირუსით ყველაზე მეტად ინფიცირებული რეგიონები

December 11, 2021
2.3k
მთავარი ამბავი

მიგვაჩნია, რომ არსებული შეზღუდვები ეპიდვითარების შესაბამისია – ჯანდაცვის მინისტრი

August 15, 2021
816
საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ქედაში იმუნიზაციის პროცესს გაეცნო

August 13, 2021
765

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია