უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინას” ლიდერის, იულია ტიმოშენკოს თქმით, ის თავს შედარებით უკეთ გრძნობს. ინფორმაციას interfax-ი ავრცელებს.
„მძიმე დაავადებასთან თითქმის ორკვირიანი ბრძოლა რეალობის აღქმას ცვლის. მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. დღეს, როგორც იქნა, კრიზისის გადალახვა მოხერხდა და, მიუხედავად იმისა, რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია, ახლა უკვე არსებობს შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“,- განაცხადა ტიმოშენკომ.
შეგახსნენებთ, რომ იულია ტიმოშენკოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.











