ნაგოია ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მაეგაშირა შოჰოზანს შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება რიკიშებს შორის განმეორებითი შერკინება იყო. პირველი ორთაბრძოლის დროს ორივე სუმოისტი დოჰიოდან ერთდროულად გადავარდა, რის გამოც შიმპანებმა განმეორებითი ორთაბრძოლა დანიშნეს.
ამ გამარჯვებით ლევან გორგაძის ბალანსი 7:5 გახდა და მომდევნო ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირზე დადებით ბალანსს გაინაღდებს.
ტოჩინოშინის მომავალი მეტოქე ჩიომარუ იქნება.











