რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ტონი შეარბილა ალეკოს მიმართო, მე მიგულისხმა ალბათ ბატონმა მამუკამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთრში განაცხადა.
„რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ტონი შეარბილა ალეკოს მიმართო, მე მიგულისხმა ალბათ ბატონმა მამუკამ, ტონი შევარბილე კი არა, არ ვამწვავებ, თორემ გინახივართ თავდაყირა სტუდიებში და ქუჩებშიც, არ ვამწვავებ. ეს იმას არ იშნავს, რომ არ ვამართლებ მამუკა ხაზარაძეს და არ ვამტყუნებ ალეკო ელისაშვილს, ადამიანს არ ვიცნობ, ვინც მოიწონა გუშინ რაც მოხდა იქ” – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2”-ის ეთერში „მოქალაქეების” ლიდერი და „ლელოს“ დამფუძნებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.










