ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ სამი წლის განმავლობაში არსებული ფინანსური დავალიანება სრულად დაფარა. ამის შესახებ განცხდებას „ტორპედო“ თავის გვერდზე ავრეცელებს.
„ტორპედო“ ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება!
ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და მის გუნდს, აგრეთვე იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის დავალიანება დაახლოებით 1 700 000 ლარს შეადგენდა.
ქუთაისის “ტორპედო” რამდენიმე თვის განმავლობაში ინვესტორის გარეშე იყო. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.
ავტორი: კესო მოლაშხია









