მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი. იმდენად ძლიერი ვარ, რომ ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც არასდროს ვარ მართალი ჩემს მეგობრებთან და საქართველოს ასიათასობით მოქალაქესთან ერთად. ჩემი გასამართლებით თქვენ ნიკა მელიას კი არ ასამართლებთ, თქვენ თავისუფლების იდეას ასამართლებთ.
იმ ადამიანებს ასამართლებთ, რომელბმაც გაბედეს და გითხრეს, რომ რატომ ჩასვი მტერი სახელმწიფოს ყველაზე აგრესიული წარმომადგენელი პარლამენტის სავარძელში.
პირდაპირ გეუბნებით, არასდროს ისეთი ამაყი არ ვყოფილვარ როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმიტომ, რომ მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი. იმდენად ძლიერი ვარ, რომ ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ. რადგან ჩემს უკან მხოლოდ და მხოლოდ, არის ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული“, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
შეგახსეენებთ, პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დაკავებისთვის მიმართა.










