აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
„არჩევნები ფალსიფიცირებული იყო. თუ სხვადასხვა შტატს შევხედავთ, არჩევნები სრულად ფალსიფიცირებული იყო. ეს სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მესამე მსოფლიოს ქვეყანას ჰგავს. გამოყენებული იყო მოწყობილობები, რომლის წარმოშობის შესახებ არავინ არაფერი იცის“,- აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტად უკვე აღიარება. თუმცა, დონალდ ტრამპი თავს არჩევნებში დამარცხებულად არ მიიჩნევს.











