აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაუმარჯვია.
„მას არ მოუგია არჩევნები. ის ექვსივე მერყევ შტატში ბევრით დამარცხდა. შემდეგ მათ თითოეულ შტატში ჩაყარეს ასობით ათასი ხმა და ისინი გამოიჭირეს. ახლა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსებმა უნდა იბრძოლონ, რომ მათი დიდი გამარჯვება არ მოპარონ. ნუ იქნებით სუსტი სულელები“, – წერს ტრამპი.
He didn’t win the Election. He lost all 6 Swing States, by a lot. They then dumped hundreds of thousands of votes in each one, and got caught. Now Republican politicians have to fight so that their great victory is not stolen. Don’t be weak fools! https://t.co/d9Bgu8XPIj
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 19, 2020











