ტრამპის კამპანიას მეტი ენთუზიაზმი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კამპანიას,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ბევრი ადამიანის აზრით, ტრამპის კამპანიას მეტი ენთუზიაზმი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა კამპანიას ჩვენი დიადი ქვეყნის ისტორიაში, 2016 წლის არჩევნებზე მეტიც კი. ბაიდენის კამპანიას ენთუზიაზმი საერთოდ არ გააჩნია. მდუმარე უმრავლესობა საკუთარ პოზიციას 3 ნოემბერს დააფიქსირებს. ყალბი გამოკითხვები და ფეიკნიუსები რადიკალ მემარცხენეებს ვერ გადაარჩენს“, – წერს ტრამპი.
The Trump Campaign has more ENTHUSIASM, according to many, than any campaign in the history of our great Country – Even more than 2016. Biden has NONE! The Silent Majority will speak on NOVEMBER THIRD!!! Fake Suppression Polls & Fake News will not save the Radical Left.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 26, 2020











