„ჩემი მხარდამჭერები ძალიან ბედნიერები იქნებიან, როცა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას გავაკეთებ“,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ინფორმაციას THE Hill-ი ავრცელებს.
„მოუთმენლად ველოდები საჭირო დროს განცხადების გაკეთებას. მოგეხსენებათ, ჯერ ძალიან ადრეა. მაგრამ ვფიქრობ, ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება, როდესაც კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებ. მოგეხსენებათ, რომ კამპანიის დაფინანსების მიზეზების გამო, ნაადრევად განცხადების გაკეთება არ ღირს“, – აცხადებს ტრამპი.











