კომპანიები, რომლებიც ქარხნებს ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნებენ, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ გზით ის 10 თვეში 10 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს.
„ჩვენ საგადასახადო შეღავათებს დავუწესებთ კომპანიებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ჩინეთიდან აშშ-ში დააბრუნებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.











