პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და ის აქტიურ გრაფიკს დაუბრუნდება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალმა ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„დღეს დილით ჩატარებული „პისიარ“ ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, ის გადამდები აღარ არის“,- წერია კონელის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ.











