„ჩვენი ტესტირება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია და საუკეთესოა ვიდრე რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის. როდესაც ტესტირებას ატარებ, ბუნებრივია ვირუსის ახალი შემთხვევებიც ჩნდება“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო კვლავ გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, ის, რაც ჩინეთმა გაუკეთა მსოფლიოს ჩინური ჭირით, ჩინური ვირუსით, დავიწყებას არ უნდა მიეცეს“, – აღნიშნა ტრამპმა.











