„შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება”, -აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვას ეხმიანება
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, Facebook-ის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ არ შეცვალა იანვარში მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც დონალდ ტრამპს, 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის მიტანაში და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდა.
კერძოდ, Facebook-მა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის პლატფორმაზე შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.











