„თუ ტესტირებას ახლავე შევაჩერებთ, კორონავირუსით ინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა გვექნება“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ტესტირების ჩვენი სისტემა ბევრად ფართო და განვითარებულია, ვიდრე სხვა ქვეყნების. ამ კუთხით მართლაც შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ! სწორედ ამიტომ გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევა ყოველთვის. ტესტირების ან არასანდო ტესტირების შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ არანაირი შემთხვევა არ დაფიქსირებულიყო.ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ თითქოს ცუდად გამოვიყურებით, მაგრამ სინამდვილეში ეს კარგია“,- ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი.











