აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200,000-ზე მეტია.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, სწორად რომ არ ემოქმედათ ახლა აშშ-ს 2,5 მილიონზე მეტი გარდაცვლილი ეყოლებოდა. ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი პანდემიის დაწყებაში.
ცნობისთვის, კორონავირუსით აშშ-ს იმაზე მეტი ადამიანი დაეღუპა, ვიდრე 5 ომში ერთად.











