აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში სკოლები არ გაიხსნება, შესაძლოა, მათი დაფინანსება შეწყდეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები, პრობლემების გარეშე, გაიხსნა. დემოკრატები ფიქრობენ, რომ ნოემბრის არჩევნებამდე სკოლები თუ გაიხსნება, ეს მათთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის.
შესაძლოა, შეწყდეს დაფინანსება, თუ არ გაიხსნება!“,- წერს ტრამპი.
In Germany, Denmark, Norway, Sweden and many other countries, SCHOOLS ARE OPEN WITH NO PROBLEMS. The Dems think it would be bad for them politically if U.S. schools open before the November Election, but is important for the children & families. May cut off funding if not open!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 8, 2020











