აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის თქმით, საქმე ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის შესახებ პენსილვანიის სასამართლოს სამი გადაწყვეტილების გაუქმებას ეხება.
ცნობისთვის, აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ 14 დეკემბერს 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. თუმცა, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს.











