დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პრეპარატ „რემდესივირის“ დიდ მარაგს შეიძენს. ინფორმაციას აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ჯანდაცვის მდივანის, ალექს აზარმას განცხადებით, დონალდ ტრამპმა შეთანხმებას იმისთვის, რომ ამერიკელებს COVID-19-ის წინააღმდეგ პირველ ავტორიზებულ წამალზე წვდომა ჰქონდეთ.
„ჩვენ გვსურს, რომ ნებისმიერმა ამერიკელმა პაციენტმა, რომელსაც სჭირდება „რემდესივირი“, შეძლოს მისი მიღება“,- განაცხადა აზარმა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „გილეადისგან“ „რემდესივირის“ 500 000 დოზის შეძენის შეთანხმება მიიღო.
ეს ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიძენს „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტს, ასევე აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში პრეპარატი „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ დამტკიცებული ეფექტიანი პრეპარატია. მას კომპანია „გილეადი“ აწარმოებს.











