აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უისკონსინის შტატის ორ ოლქში, მილუოკისა და დეინში ხმების გადათვლა მოითხოვა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ხმების გადათვლის პროცედურის ორგანიზებისთვის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უისკონსინის საარჩევნო კომისიას 3 მილიონი დოლარი გადაურიცხა.











