აშშ-ში პრეზიდენტის მიერ შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღების საქმის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
როგროც „როიტერი“ წერს, არსებობს 18-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის თანახმად პრეზიდენტმა შეწყალების აქტი „სოლიდური თანხის მიღების“ შემდეგ გამოსცა.
თუმცა, დოკუმენტში უცნობია, როდის გამოსცეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი და ვინ შეიწყალეს. საქმის დიდ ნაწილს გრიფი საიდუმლო ადევს.
თავად ტრამპმა გავრცელებულ ცნობას სიყალბე უწოდა.











