26 თებერვალს 21:50 სთ-ზე, თბილისში გამართული აქციიდან მომავალ 12 პირს წალენჯიხის საპატრულო პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით 2000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.
დაჯარიმებულები აღნიშნავენ, რომ საშვის მიღების მიზნით 2 საათის განმავლობაში რეკავდნენ ცხელ ხაზზე, თუმცა უშედეგოდ, მათ არავინ უპასუხათ.
მათი თქმით, საშვის მიუღებლობის შემდეგ გადაწყვიტეს ღამე სამარშუტო ტაქსში გაეთიათ. აქციის მონაწილეების განმარტებით, საპატრულო პოლიციამ არ გაითვალისწინა გარემო ფაქტორები. პოლიციის მოთხვოვნის მიუხედავად, აქციის არც ერთ მონაწილეს საჯარიმო ქვითარზე ხელი არ მოაწერიათ.
ასევე, ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა წალენჯიხის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ავთანდილ გაბელია, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს.
დაჯარიმებული პირები წალენჯიხის საპატრულო პოლიციის ქმედების გასაჩივრებას გეგმავენ.
ავტორი: თეა შონია











