წალენჯიხის მერს ბესიკ ფარცვანიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, იგი ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულისგან დაინფიცირდა.
მერი თვითიზოლაციაში სახლში რჩება, მას კორონავირუსი ერთი საათის წინ დაუდასტურდა. ბოლოს იგი მერიაში 5 დღის წინ იმყოფებოდა.
ავტორი: თეა შონია








