„ვერაფერ სიახლეს ვერ ვხედავთ, გადანაცვლება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მაჟორიტარ კანდიდატებად. ამას ვერ შევაფასებთ როგორც პროგრესს და წინსვლის საწინდარს“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერაიძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატები „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაღმასვლას ვერ შეაფერხებენ.
“მთლიანობაში, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს კანდიდატები რაიმე სიახლეს შემატებენ “ქართულ ოცნებას”. “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეიტინგი მიდის დაღმასვლით და ამ დაღმასვლას ეს კანდიდატები ვერანაირად შეაჩერებენ. შესაბამისად, დასახელებული კანდიდატები, რომ ერთობლიობაში განვიხილოთ, ფაქტობრივად, მოსახლეობას საფიქრალი ექნება არა კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატთან, არამედ “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით გააკეთოს თუ არ გააკეთოს არჩევანი,”- განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ნახეთ, მაჟორიტარი კანდიდატების სრული სია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.











