მეცნიერებმა ახალი პრეპარატი გამოსცადეს, რომელიც კორონავირუსის პროგრესირებას ხელს უშლის. ინფორმაციას SKYNEWS-ი ავრცელებს.
ექსპერიმენტული წამლის მიღების შემდეგ, კორონავირუსის 79%-ის შემთხვევაში დაავადება აღარ პროგრესირებს.
ექსპერიმენტული პრეპარატი SNG001 ბეტა ინტერფერონის საინჰალაციო შემადგენლობაა, რომელიც ფარმაცევტული კომპანია Synairgen-ის მიერ არის დამზადებული და იმ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიეცათ, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია სჭირდებოდათ.
ამავე წამლით ასთმასა და სასუნთქი გზების სხვა ინფექციურ დაავადებებს მკურნალობენ, თუმცა, ის რომ წამალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.











