fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო – მიხეილ ჩხენკელი

15:16 December 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
804
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით მიღწეული შედეგები გააცნო, მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობასადა ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა.

„ყოველწლიურად იზრდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლების რაოდენობა. პანდემიის მიუხედავად, წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს 145 მედალი, მათ შორის, 43 ოქრო.“
2012 წლის შემდეგ მუდმივად მზარდი სპორტის ბიუჯეტი გახდა წინაპირობა იმ დიდი წარმატებების, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მოიპოვეს. სპორტული ორგანიზაციების მძლავრმა ფინანსურმა მხარდაჭერამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებზე, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს ასობით მედალი მოუტანა. 2019 წელს კიდაფიქსირდა მედლების რეკორდული მაჩვენებელი, ჯამში 1258, მათ შორის 473 ოქრო“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომმომდევნო წლებში საქართველო უმასპინძლებსსაერთაშორისო მაღალი რანგის ტურნირებს, კერძოდ, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.2012 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

საქართველომ დაიმსახურა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელი პირების ნდობა, რამაც განაპირობა დიდი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლების მოპოვება. გასულ წლებში საქართველოში ჩატარდა – ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩი ფეხბურთში და მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდელ მორაგბეთა შორის. წყალბურთის, კრივის, ხელბურთის ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატები და ბევრი სხვა მაღალი რანგის ტურნირი.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მასობრივი სპორტის განვითარებაა. სწორედ ამიტომ,წარმატებით ხორციელდებაისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა:ევროპის სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტის საერთაშორისო დღე–„სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მსოფლიო რბენა.მასობრივი სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარებაზე.

ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი თუ არენა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. დაგეგმილია და იანვრიდან დაიწყება, თბილისის პარაცენტრის მშენებლობა. პარასპორტის განვითარება, ასევე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

გასული წლის სპორტული მოვლენების შეფასებისას მიხეილ ჩხენკელმა, ყურადღება გაამახვილა პანდემიის გამო წარმოქმნილ გამოწვევებზე, რასაც სამინისტრო და სპორტული ორგანიზაციები ერთობლივი მუშაობით ღირსეულად გაუმკლავდნენ და შესაბამის უწყებებთან ერთად შედგენილი სპორტის პროტოკოლით სპორტსმენებს ვარჯიშებისა და სპორტული ღონისძიებების განახლების საშუალება მისცეს.

პრეზენტაციის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომლისთვისაც ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან. მინისტრმა მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ ოლიმპიელებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ სამინისტროსა და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიცენზიო ტურნირები, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები უნდა გათამაშდეს. სამინისტრო ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს ელოდება ტრადიციულ სპორტის სახეობებში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, ტყვიის სროლა და ტანვარჯიში.

თეგები: მიხეილ ჩხენკელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

December 1, 2021
772
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი – ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად

September 25, 2021
766
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში

September 25, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია