fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

13:13 July 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის თაობაზე კვლავ დეზინფორმაცია გავრცელდა.

„ამჯერად ცესკოს საქმიანობის შესახებ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში (მიმდინარე წლის 4 ივლისს) გავიდა. სიუჟეტის ავტორი, ისევე როგორც მისი რესპოდენტები ამტკიცებდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში დიდი რაოდენობით გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ შეყვანილი. აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად ისინი, გაურკვეველი წარმოშობის სიების დემონსტრირებას ახდენდნენ. თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები სია ვიზუალურადაც კი არ ჰგავდა ამომრჩეველთა ერთიან სიას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაციას „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ საარჩევნო ადმინისტრაციისგან არ მოუთხოვია სიები, როგორც ამას ორგანიზაციის წარმომადგენლები სიუჟეტში ამტკიცებდნენ. უფრო მეტიც, მათ ამის უფლებას კანონი არ აძლევთ. ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობა არეგულირებს თუ ვის და რა პირობებში შეუძლია მოითხოვოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია. (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 31, პუნქტი 7). გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკითხზე, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, ერთი საჩივარიც კი არ დაფიქსირებულა.

აქედან გამომდინარე, სიუჟეტში გაჟღერებული განცხადებები, რომ მოხდა ცესკოსგან მიღებული სიების ანალიზი და ამის საფუძველზე გამოიტანეს გარკვეული დასკვნები – არის სიცრუე. გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი ამტკიცებდა, რომ მას ხელთ ჰქონდა სია, სადაც ჩანდა თუ ვინ მიიღო მონაწილეობა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში. საარჩევნო ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ არის კონფიდენციალური და არის დალუქული; შესაბამისად, ის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა კონკრეტული პირების ხელში.

სიცრუეა ასევე ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, თითქოს ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, მაგრამ სხვა პირისთვის განკუთვნილი ამომრჩევლის ბარათის საშუალებით ხმა მიეცათ ბარათზე დაფიქსირებული პირის ნაცვლად. ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მოსაზრება არ ემყარებოდა არანაირ არგუმენტს და ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული სიუჟეტი არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის შემცირების და ინსტიტუციური ზიანის მიყენების მცდელობას.

შესაბამისად, მივმართავთ მედიას და არასამთავრობო სექტორს დაეყრდნონ მხოლოდ რეალურ ფაქტებს და თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აღიქმება მიზანმიმართულ დამაზიანებელ კამპანიად საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნის მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპის სრული დაცვით და ყოველთვის მზადაა ჩართულ მხარეებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: განცხადებაცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

November 13, 2021
807
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

October 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

October 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია