fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვაქცინირებულის სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა

20:46 August 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
988
ნახვა

ამ ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სიკვდილის შემთხვევები. ვაქცინა პირველ რიგში იცავს სიკვდილისგან და შედარებით ნაკლებად დაავადების გადადებისგან, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი გზა იმისი, რომ შემცირდეს ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა, არის მასობრივი ვაქცინაცია, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უნდა იყოს სულ ცოტა 25-30 ათასი ვაქცინაცია დღეში. მინდა, მოვუწოდო ყველას, კარგია „ფაიზერი“, თუმცა ნუ ჩავიკეტებით მარტო „ფაიზერზე“. ყველა ვაქცინა კარგია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვაქცინირებულის სიკვდილის შემთხვევა არ ყოფილა. სერიოზული ინსტიტუტების მიერ დადებულია სტატისტიკა, რომ ახალი შემთხვევების პიკს ორ კვირაში მოსდევს გარდაცვალების მაჩვენებლის პიკი. ჩვენ დავდივართ ყველა წამყვან კლინიკებთან, თუ სადმე შეკითხვაა ან ხარვეზი, ყველაფერს ვასწორებთ. ყველა კლინიკაში გამოიყენება ფართოდ სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი „ტოცილიზუბამი“. ფართოდ გამოიყენება „რემდესივირი“. არის საუბარი იმაზე, რომ კლინიკური კვლევისთვის ახალი მედიკამენტები შემოვიდეს, მონოკლონური ანტისხეულები, ეს შეამცირებს სიკვდილიანობის შემთხვევებს. არის ბევრი, როგორც მენეჯერული, ასევე საექიმო შესაძლებლობები, რომლებსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, რათა გარდაცვალებათა რიცხვი არ გახდეს 70 და 80, თუმცა მაინც, მაშინაც კი, ამ გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი შემთხვევებთან შედარებით იქნება დაბალი, ხოლო გადარჩენის იქნება მაღალი, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებლები არ არის მნიშვნელოვანი, ის, რომ გარდაცვლილია 54 ადამიანი და შეიძლება იყოს მეტი, მათთვის მთავარი ეს არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, გარდაცვლილები დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და პროცენტულად ბოლო ერთ კვირაშიც კი, სიკვდილიანობა არ გასცდენია ერთ პროცენტს. „ყველა აქტიური შემთხვევიდან 99%-ის გადარჩენა ხერხდება“, – დასძინა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი.

 

თეგები: ვაქცინაციათენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

December 9, 2021
855
მსოფლიო

კვლევა: AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების Moderna-ს ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს

December 8, 2021
832
მსოფლიო

ჰანს კლუგე: კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

December 8, 2021
823

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია