„შემთხვევების მატების ტენდენციიდან გამომდინარე ჯანდაცვის მესვეურები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თუ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლოა, საქართველოც დადგეს მესამე ტალღის წინაშე“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„სიტუაცია საქართველოში ჯერჯერობით რჩება სტაბილური, უფრო სტაბილური ვიდრე ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში. ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში არის ხუთასზე ნაკლები, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ზე ნაკლები. ანუ გვაქვს ერთნიშნა რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამერიკასა და ევროპაში, თუმცა შეიმჩნევა საგანგაშო სიტუაცია მსოფლიოში, მკვეთრი მატება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობის.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობა უკვე ლაპარაკობს დაწყებულ ან მოსალოდნელ მესამე ტალღაზე. ამის შესაბამისად აძლიერებენ შეზღუდვებს, ზოგიერთ ქვეყანაში კი უკვე მესამედ გამოცხადდა ლოქდაუნი. მაგალითად ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში. ლოქდაუნს განიხილავს გერმანიაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











