„ცესკოს“ თავმჯდომარი, თამრ ჟვანიას განცხადებით, ამჟამად ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორ იგი ამბობს, არჩევნებისთვის მზად არის 3 657 საარჩევნო უბანი.
„არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3657 საარჩევნო უბანი. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილია 11 უბანი. სტაციონალურ სამკურნალო დაწესებლებასა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52, მათ შორის 2 ავღანეთში საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ, რაც გახსნილია 38 ქვეყანაში.
ამასთან, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამორჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170“,- აღნიშნავს თამარ ჟვანია.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხვალ, 31 ოქტმობერს გაიმართება.











