„ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცესკოს კომპეტენცია არ ვრცელდება“,- ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატ, ნიკა მელიას თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ მსგავსი ფაქტების პრევენცია დროულად მოხდეს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება კანონმდებლობის დაცვით შეეძლოს ყველა საარჩევნო სუბიექტს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცესკოს კომპეტენცია არ ვრცელდება, თუმცა საჭიროა დროული რეაგირება, რათა მოხდეს პრევენცია და მსგავსი ფაქტებისგან თავის არიდება“,- განაცხადა ანა მიქელაძე.
შეგახსენებთ, გუშინ ნიკა მელიას თავს დაესხნენ. როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ნიკა მელიაზე თავდასხმის დროს, ადგილზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ“ – მელიას შტაბის უფროსი










