ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია იოსელიანი აცხადებს.
„ჩვენ გავეცანით საიას ანგარიშს, როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები. საიას აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის“, – განაცხადა იოსელიანმა.











