ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საბიუჯეტო დაფინანსება 12-მა პარტიამ მიიღო, ხოლო „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ ცესკო-სთვის არ მიუმართავთ.
„2020 წლის 31 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე და ასევე, პარტიების მიერ წერილობითი თანხმობის გამოგზავნის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარემ გამოსცა განკარგულება, რომელიც გამოქვეყნდა 11 დეკმებერს. ამ განკარგულების მიხედვით, 12-მა პარტიამ მიიღო დაფინანსება, ორმა კი „გირჩმა“ და ალეკო ელისაშვილმა დაფინანსების თანხმების წერილით არ მომართეს ცესკო-ს. შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქოტმბირს სპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედეგად, ყველა დანარჩენი დაფინანსებას იღებს“, – განაცხადა იოსელიანმა.











