ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთელ ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
დამატებითი ძალები ტერიტორიაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ოპოზიციის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მოწოდებების შემდეგ, ნიკა მელიას ოფისში შეიკრიბნენ და ცესკოსთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.











