„კოვიდთან ნუ ვხუმრობთ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც ცერცვაძე ამბობს, დღეს ინფიცირების დაბალი მაჩვენებლი დაფიქისრდა და ეს უნდა შევინარჩუნოთ.
„ჩვენ დღეს გვქონდა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პიკი. გარდაიცვალა სულ ორი ადამიანი. მოდით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. გთხოვთ ყველას, გეხვეწებით, თავი დაანებეთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, მოუსმინეთ სხვა რაღაცაში, ის არ იქნება ისეთი სახიფათო. კოვიდთან ნუ ვხუმრობთ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/+











