პარტია ახალი “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი ციხეებში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაწესებულებებში რთული სიტუციაა.
ამის გამო გოგი წულაია ითხოვს იმ პატიმრების გათავსიფულებას, რომლებიც მსუბუქ სასჯელს იხდიან.
„ციხეებში უკონტროლოა მდგომარეობა. კორონავირუსი აქვს ათეულობით ადამიანს, ეს აჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას. შეახონ ამნისტია პატიმრებს, რომლებიც მსუბუქი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს, ამით მდგომარეობა შემსუბუქდება და ადვილად შეძლებენ ეპიდვითარების მართვას”, -განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთ კიდევ 1 915 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 78. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.94%-ია.











