ციხის უფროსი დღესვე უნდა გადადგეს, მინიმუმ იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გიორგი რურუას ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს.
„მე, როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, რომელიც ასევე ვიყავი სამარტოო საკანში, შემიძლია გითხრათ, სამარტოო საკნის პატიმრის გადაადგილებისას, გინდა აბანოში მიდიოდეს, სასეირნოდ, ადვოკატთან ან სამედიცინო ოთახში, არ არსებობს, რომ გზაზე იყოს პატიმარი. მე, მაგალითად სამი წლის განმავლობაში ნახევარი წამითაც არ მინახავს სხვა პატიმარი, იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგი რურუას დაახვედრეს სხვა პატიმრები, იქ მასზე თავდასხმა მოხდა და მან მიიღო დაზიანება. ეს არის პირდაპირ დადგმული. ციხის უფროსი დღესვე უნდა გადადგეს, მინიმუმ იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა. ვიმეორებ, არ არსებობს ასეთი რამე, რომ სამარტოო საკნის პატიმარს ვინმე გზაში შეეფეთოს.
პირდაპირ უნდა გადააყენონ ციხის უფროსი, მაგრამ ეს მისი მოწყობილია, რა თქმა უნდა, სუს-ის დავალებით, ეს სრულიად ცალსახაა. ახლა ასეთი დამოკიდებულებაა არჩევნები მოგიგეთ, ახლა, იქაც „გადაგტეხავთ“, მორალური წნეხია. ვერავის ვერ „გადატეხავენ“, ასეთი რაღაცებით ვერავის დააშინებენ. გლდანის ციხის უფროსს პერსონალურად მოეკითხება, იმიტომ, რომ მის მიერ არის შესრულებული ის ზღაპარი, რომ იქ პატიმარი შემთხვევით მოხვდა, არ არსებობს. ეს არავინ მოგატყუოთ, ხალხნო“, – განაცხადა უგულავამ.
მსჯავრდებულებმა გიორგი რურუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს











