fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გივი მიქანაძემ ბრიფინგი გამართა

12:39 September 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია მოახლოებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ოპოზიციას არ აქვს ხედვა და შესაბამისად, ვერაფერს ვერ სთავაზობს ჩვენს ამომრჩეველს შემდეგი 4 წლის განვითარებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდმა ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ჩაატარა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობის წინაშე წარსდგა, როგორც გასული 4 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების კონკრეტული შედეგებით, ასევე გააცნო ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და რამაც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შემდეგი წლების განმავლობაში მეტი სიკეთე უნდა მოუტანოს.

მიუხედავად ჩვენს მიერ ჩატარებული არაერთი ბრიფინგისა თუ გაკეთებული განცხადებისა, ოპოზიციის რადიკალური ფრთა ორიენტირებულია არა 2, არამედ 3 ოქტომბერზე, დესტრუქციასა და არეულობებზე. ამ მხრივ აქტიურად არიან ჩართული პროცესში რადიკალური ოპოზიციის პარტიული ტელევიზიები, ხოლო მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ცესკოს დისკრედიტაციას წინასაარჩევნოდ და ემზადებიან არჩევნების დღეს სუბიექტური მონიტორინგის განსახორციელებლად.

სამიოდე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ შუალედური ანგარიში იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ცესკოში დარეგისტრირდნენ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად და რომლებიც საჯარო წყაროებით მტკიცდება, რომ არიან პირდაპირ კავშირში კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

ჩვენ საჯაროდ მოვუწოდეთ მათ, წარმოედგინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ ვის მიერ და რა წყაროებით ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება; არ გვიკვირს, რომ მათ ეს არ გააკეთეს, რაც ამყარებს განცდას იმის თაობაზე, რომ ისინი ფინანსდებიან მათთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების მიერ.

დღეს წარმოგიდგენთ მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვება 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

30 სექტემბრის მდგომარეობით ცესკოს მიერ სულ დარეგისტრირდა 88 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლისგანაც არჩევნების მონიტორინგის წინა წლების გამოცდილება არ აქვს 16-ს. შესწავლილი საჯარო წყაროების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ 88 ორგანიზაციიდან 20 ორგანიზაცია, ანუ ფაქტობრივად ყოველი მეოთხე ორგანიზაცია აფილირებულია კონკრეტულ პარტიებთან; მათგან 15 აფილირებულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, 3 ევროპულ საქართველოსთან, ხოლო 2 პარტია საქართველოსთვის.

საყურადღებოა, რომ 88 ადგილობრივ ორგანიზაციას 2 ოქტომბრის არჩევნებზე ჯამში ეყოლება 31170 დამკვირვებელი, რომელთაგან 8482 დამკვირვებელი მოდის პარტიებთან კავშირში მყოფ ჩვენს მიერ ხსენებულ 20 ორგანიზაციის წილად, რაც დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის 27%-ია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ყოველი მეოთხე დამკვირვებელი იქნება ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას, რაც აფილირებულია არის კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან. ცხადზე ცხადია, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული სადამკვირვებლო მისია ვერ იქნება ობიექტური. ანალიზი და დასკვნა ამის თაობაზე ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდია.

აქვე გვსურს ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ორგანიზაციების იდენტფიცირება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიეტქებთან განხორციელდა საჯარო წყაროებზე დაყრდნობით. არ გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილ ორგანიზაციათა შორის შენიღბულად კიდევ არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც აფილირებული არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აღნიშნულ ორგანიზაციებს გასააჯაროონ დაფინანსების წყარო. აქვე გეტყვით, რომ დღესვე, აღიშნული ინფორმაცია შესაბამისი ანალიზითა და თანდართული კატალოგით მიეწოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.

თეგები: პოლიტიკა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს -კელი დეგნანი

February 6, 2022
789
პოლიტიკა

მივემგზავრები უკრაინაში, რათა დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა – მამუკა ხაზარაძე

January 30, 2022
772
პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ლიდერები დღეს სამეგრელოში ჩავლენ

January 30, 2022
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია